ისრაელში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა და 1828 დაინფიცირდა

ისრაელში კვლავ უაღრესად მწვავე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

განვლილი 24 საათი განმავლობაში ისრაელში ინფიცირების 1828 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 13 ივლისის დღიურად დაფიქსირებულ მაქსიმალურ რაოდენობაზე 134-ით ნაკლები და სიდიდით მეორე შედეგია.
 
სულ, ისრაელში, 21 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსით 44 188 შემთხვევაა დადასტურებული – 4 804 ყოველ მილიონ მცხოვრებზე.
 
გავლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 5 კაცი გარდაიცვალა.
 
სულ, ისრაელში, 20 მარტიდან დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 376 კაცი.
 
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ისრაელში ერთ-ერთი ყველზე დაბალია მსოფლიოში და შეადგენს 0,85%-ს. ყოველ მილიონ მცხოვრებზე გარდაცვლილთა რაოდენობა 41-ის ტოლია.
 
ისრაელმა ერთ-ერთმა პირველმა დააწესა შემზღუდავი ნორმები და ამით ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეაფერხა. აპრლის ბოლოს ქვეყანაში დღიურად დაფიქსირებულ შემთხვევათა მაქსიმალური რაოდენობა 765 იყო, სულ დაინფიცირებულთა რაოდენობა კი 15946. ისრაელმა შეზღუდვების მოხსნა 26 აპრილიდან დაიწყო და 20 მაისისთვის მათი დიდი ნაწილი უკვე გაუქმებული იყო.
 
ისრაელში აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე დღიურად გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სულ სამჯერ გადასცდა 100-ს, სულ კი მაისში 1125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
 
ინფიცირების შემთვევების მცირედი მატება 22 ივნისამდე გაგრძელდა, 22 ივნისიდან კი შემთხვევებმა მკეთრად იმატა და 30 ივნისს დღიურად გამოვლენილ შემთხვევათა ახალი რეკორდი დამყარდა – 803. სულ ივნისის ბოლოს, ისრაელში ინფიცირების 25244 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
 
ივლისში ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და 15 დღის განმავლობაში მატებამ 75% ანუ 18944 შეადგინა.
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ივლისის 15 დღეში 320-დან 376-მდე ანუ 17,5 %-ითაა გაზრდილი.
 
ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების გამო, ისრაელის ხელისუფლებამ დააბრუნა ადრე გაუქმებული შეზღუდვები და სპორტული დარბაზებს, საცურაო აუზებს, ფიტნეს კლუბებს, რესტორნებს, ბარებს, ღამის კლუბებს, სპორტული დარბაზებს, კუტურული ცენტრებს, რელიგიური დაწესებულებებს და საზოგადიებრივი თავშეყრის ფუნქციონირება მცირე რაოდენობა ხალხის დაშვების და გარკვეული პირობების აცვით არის შესაძლებელი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად