ისრაელში გამკაცრებული კარანტინი ძალაში შევიდა

ისრაელში, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი მკაცრი ზომები პარასკევს, 14:00 საათიდან ამოქმედდა. დაწესებული ახალი მკაცრი ზომები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელში ყველა სამუშაოზე შეწყდა მუშაობა, გარდა სასურსათო მაღაზიები, პირველადი საქონლის მაღაზიები და აფთიაქები. ორი კვირის განმავლობაში მოქალაქეებს ეკრძალებათ სახლიდან ერთ კილომეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილება დასაბუთებული მიზეზის გარეშე. ლოცვა და დემონსტრაცია დაშვებულია მხოლოდ ღია ადგილებში, თუმცა, შეკრებილების რაოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს 20 ადამიანს.

ერთი კვირის წინ ისრაელში დაიხურა სკოლები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, სპორტული კლუბები და ყველა საწარმო, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მომხმარებლების მიღებასთან.

ისრაელში საკარანტინო პერიოდში მკაცრი წესების დაცვას უზრუნველყოფს 7 ათასამდე პოლიციელი. გზატკეცილზე, ისევე როგორც პირველი კარანტინის პერიოდში, შეიქმნა საგუშაგოები.

პირველი კარანტინი ისრაელში ძალაში იყო მარტიდან მაისამდე, მაგრამ ქვეყანაში შეზღუდვების უმეტესობის მოხსნის შემდეგ, კვლავ დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად