ისრაელში, ეპიდემიის გამწვავების გამო, სრული 2 კვირიანი კარანტინი წესდება

25 სექტემბრიდან ორი კვირის განმავლობაში, ისრაელში ცხადდება სრული 2 კვირინიანი კარანტინი. ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ 23 სექტემბრის საღამოს. მან ხაზი გაუსვა, რომ ლოკდაუნის შემოღება აუცილებელია კორონავირუსის მეორე ტალღასთან საბრძოლველად, იუწყება Deutsche Welle.

“ისრაელის სიცოცხლის გადასარჩენად, აუცილებელია სრული კარანტინის გამოცხადება, რომელიც ორ კვირას გასტანს. დაიწყება მომდევნო პარასკევს და გაგრძელდება სიმჩატ თორის დღესასწაულის დასრულებამდე. ამის შემდეგ კიდევ ორი ​​კვირა იქნება საკარანტინო, იმედი მაქვს არა ძალიან მკაცრი, მაგრამ ყოველივე ეს დამოკიდებული იქნება ავადობის იმდროინდელ მაჩვენებლსა და მდგომარეობაზე ”, – თქვა პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო კომისიის სხდომაზე.

მას ჯერჯერობით არ აქვს მითითებული კარანტინის სრული დეტალები.

ბოლო 24 საათში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 6667-ით გაიზარდა და მთლიან ჯამში 200 041-ს მიაღწია. სიკვდილიანობის საერთო რაოდენობა კი 1316-ია. ამჟამად ისრაელში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 9 მილიონი ადამიანია, კორონავირუსით ინფიცირებული 54 322 ადამიანი მკურნალობს, 634 მათგანის მდგომარეობა შეფასებულია მძიმედ, 171 პაციენტი კი ვენტილაციაზეა შეერთებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად