ისრაელში COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 45 ათასს მიუახლოვდა

ხუთშაბათს, 17 სექტემბერს დილით, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ეპიდემიის შესახებ ახალი მონაცემები წარმოადგინა.

გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყების დღიდან, ქვეყანაში სულ 171,768 ინფიცირებული ადამიანია გამოვლენილი (დღეში +4 974). ამჟამად, ინფიცირებულია 44 984 ადამიანი (+2 122), გამოჯანმრთელდა 125 619 (+2 834),

1 165 (+18) ადამიანი კი გარდაიცვალა.

1 163 (+10) მკურნალობს საავადმყოფოებში, დანარჩენი სახლში ან სასტუმროების სპეციალურად აღჭურვილ ოთახებში. 549 (+14) პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 235 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენის კი – მსუბუქი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 52 597 ტესტი.

უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს დაახლოებით 11 საათზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად