ისრაელში 5-11 წლის ასაკობრივი ჯგუფების აცრა დაიწყო

ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 5-11 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის დაიწყო. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მისი ცნობით, ისრაელის 9.4-მილიონიანი მოსახლეობიდან 1.2 სწორედ ამ ასაკის ბავშვია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ნოემბრის სტატისტიკით ამ ასაკობრივ ჯგუფზე ინფიცირების შემთხვევების მესამედზე მეტი მოდის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 1.3 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. 8 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის სრულად ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 57% არის აცრილი.

ისრაელში კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღა ივნისში დაიწყო. ბოლო ორი კვირაა, კორონავირუსის გავრცელების ზრდა შეინიშნება. ბოლო რამდენიმე დღეში გამოვლენილი შემთხვევების ნახევარი 11 წელს ქვემოთ ასაკის ბავშვებზე მოდის.

კომენტარები
იტვირთება...