ისრაელმა სირიის მიერ გაშვებული ოთხი რაკეტა ჩამოაგდო

სირიიდან ისრაელის ტერიტორიისკენ გაშვებული ოთხი რაკეტა გოლანის მაღლობთან საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს. ამის შესახებ ადგილობრივმა სამხედროებმა განაცხადეს.

“სირიიდან ჩრდილოეთ ისრაელისკენ ოთხი რაკეტა გაუშვეს. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ოთხივე ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს ”,- იუწყება არმიის პრესსამსახური მიკრობლოგ Twitter- ზე.

ადრე, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გოლანის სიმაღლეებთან განგაშის სიგნალის ხმა გაისმა. როგორც ადგილობრივმა მოქაზლაქეებმა განაცხადეს, რეგიონში ხმამაღალი აფეთქებები ისმის.

სააგენტო SANA და სირიის სახელმწიფო ტელევიზია ასევე იტყობინებოდნენ, რომ აფეთქებების ხმა დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზეც ისმოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად