ისრაელმა საქართველო წითელი ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისრაელმა საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც დაბრუნებულ მოქალაქეებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ.

სიაში საქართველოს გარდა მოხვდნენ: თურქეთი, კვიპროსი და ბრიტანეთი.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, წითელი ნუსხის ქვეყნებისათვის შეზღუდვები გაამკაცროს. ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო,  რაც დელტა შტამით ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის მასშტაბით.

ისრაელის წითელი ქქვეყნების სიაში ასევე შედიან რუსეთი, ბელარუსი, უზბეკეთი, არგენტინა, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა,  სამხრეთ აფრიკა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 16 ივლისიდან ყველა, ვინც საზღვარს გადაკვეთავს, 24 საათის განმავლობაში ან ტესტის პასუხებამდე იზოლაციაში უნდა მოთავსდეს.

კომენტარები
იტვირთება...