ისრაელმა მაქსიმალური რისკის მქონე ქვეყნების სია გაფართოვა და მასში რუსეთი და არგენტინა შეიყვანა

საზაფხულო არდადეგების დაწყების წინ ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოგზაურთათვის დაწესებული კარანტინის წესებში ცვლილებები არ შევა

კორონაშეზღვუდვების უმეტესი ნაწილის გაუქმებამდე ორი დღით ადრე ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის გენერალურმა დირექტორმა ჩეზი ლევიმ განაცხადა, რომ მოგზაურთათვის დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები არ შეიცვლება.
 
„ჩვენ არ ვფიქრობთ შემსუბუქებაზე ბენ-გუნიონის აეროროპორტში. ჩვენ გავაგრძელებთ მათ შემოწმებას და იზოლირებას, ვინც ისრაელში ბრუნდება. ეს ის ადგილია, სადაც კარანტინი მნიშვნელოვანია, რათა დაუდგენელი დაავადებით (იგულისხმება კორონავირუსის ვაქცინისადმი მედეგი შტამები – „აიპრესი”) ინფექცია არ დაბრუნდეს ისრაელში”, – თქვა ჩეზი ლევიმ.
 
აღნიშნული კომენტარი ნიშნავს, რომ პატარა ბავშინ ოჯახებს მოგზაურობა გაუძნელდებათ, რადგან არავაქცინირებული რეპატრიანტები სულ მცირე 10 დღით კარანტინში უნდა იყვნენ. ისრაელში 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.
 
პარასკევს მინისტრებმა ხმა მისცეს მაქსიმალური რისკის მქონე ქვეყნების სიაში რუსეთის და არგენტინის დამატებას და ამ ქვეყნიდან ისრაელში მოგზაურობის აკრძალვას.
 
არგენტინიდან, რუსეთიდან და „წითელ ზონაში” უკვე მყოფი შვიდ ქვეყანიდან (ბრაზილია, ეთიოპია, თურქეთი, ინდოეთი, მექსიკა, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, უკრაინა) ისრაელში შესული მოგზაურები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ გადატანილი ინფექცია და/ან არიან თუ არა ვაქცინირებულები, ორი კვირის განმავლობაში უნდა დარჩნენ კარანტინში.
 
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ პარასკევს გააფრთხილა მოსახლეობა, რომ სერიოზული რისკების შემცველია მოგზაურობა სეიშელზე და მალდივებზე, ურუგვაიში, ბოლივიაში, ნეპალში, პარაგვაიში, ჩილეში, კოლომბიაში, კოსტა-რიკაში და ტუნისში.
 

სამინისტრო მოსახლეობას ურჩევს თავი შეიკავოს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობისგან: აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰამები, ბულგარეთი, ბელარუსი, ბელგია, გერმანია, ეკვადორი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, მონტენეგრო, რუანდა, საბერძნეთი, საქართველო, უზბეკეთი, ფილიპინები, ხორვატია და აფრიკის ქვეყნები (ეგვიპტე, რუანდა, კენია, ტანზანია და სხვა).

 

კომენტარები
იტვირთება...