ისრაელის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონი და ბორის ელცინი ერთმანეთში აერია

ისრაელის პრემიერმინისტრ ბინიამინ ნეთანიაჰუს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და რუსეთის პირველი პრეზიდენტი ბორის ელცინი ერთმანეთში აერია.

„ლონდონიდან, ძალიან სასიამოვნო შეხვედრიდან დავბრუნდი, სადაც შევხვდი პრემიერმინისტრ ბორის ელცინს და აშშ-ის თავდაცვის მინისტრს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

როგორც კი მან ეს თქვა, მაშინვე შეუსწორეს, ამის საპასუხოდ კი ნეთანიაჰუს გაეღიმა და თქვა, რომ უბრალოდ ამოწმებდა, მას რეალურად უსმენდნენ თუ არა სხდომაზე.

ხელისუფლების სხდომაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. ისრაელის ლიდერი, კერძოდ აპირებს განიხილოს იანი გააქტიურების საკითხი რეგიონში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...