ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ხანდაზმულებისთვის ვაქცინის მესამე დოზის რეკომენდაცია გასცა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას უწევს ხანდაზმული მოსახლეობისთვის კორონავირუსის მესამე, გამაძლიერებელი დოზის გაკეთებას. ამის შესახებ Washington Post-ი წერს.

კომიტეტის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს რეკომენდაციას, თუმცა მოსაზრებები განსხვავდება დასაშვებობის მინიმალურ ასაკზე, რომელიც 60-დან 70 წლამდეა.

მიმდინარე თვის დასაწყისში Pfizer-მა აშშ-ის მარეგულირებლებს ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნებართვის მოსაპოვებლად მიმართა. პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ მას იმუნური დაცვის მკვეთრი ზრდა შეუძლია.

Pfizer-ის ახალი კვლევის მიხედვით, ვაქცინის მესამე დოზა Covid-19-ის დელტა შტამის უვნებელყოფის შესაძლებლობას 100-ჯერ ზრდის.

კომენტარები
იტვირთება...