ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ, ქვეყნის პრემიერმინისტრს ოფიციალური ბრალი წაუყენა

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ, ქვეყნის პრემიერმინისტრს ბინიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური ბრალი წაუყენა. მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, თაღლითობაში და ნდობის ბოროტად გამოყენებაში.

ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს და ამას გადატრიალების მცდელობას უწოდებს. მისი თქმით, იგი „კუდიანებზე ნადირობის“ მსხვერპლია. იგი აღნიშნავს, რომ ამ ბრალდებების გამო თავისი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.

ეს ისრაელის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ბრალი მოქმედ პრემიერმინისტრს წაუყენეს.

ახლა ნეთანიაჰუს 30 დღეს აქვს იმისათვის, რომ პარლამენტი დაარწმუნოს მისთვის იმუნიტეტის მინიჭებაში. თუკი იგი ამ იმუნიტეტს ვერ მიიღებს, მაშინ დაიწყება სისხლის სამართლის საგამოძიებო პროცესი.

მანამდე ისრაელის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა პარლამენტს სამი კვირა მისცა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდნენ პრემიერმინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით და თავიდან იქნეს აცილებული წლის განმავლობაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობა. მანამდე კოალიციური ხელისუფლების ფორმირება ვერც ნეთანიაჰუმ შეძლო და ვერც ბენი განცმა. სიტუაცია, რომ ხელისუფლების ფორმირების უფლება გადაეცა კნესეტის დეპუტატებს, ისრაელისთვის უპრეცედენტოა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად