ამის შესახებ შესაბამის განცხადებას ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ავრცელებს.
“მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ანტისემიტიზმს და სოლიდარობას ვუცხადებ ებრაელ ხალხს. ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ ძალები, რათა მოვახდინოთ ექსტრემისტების, რასისტებისა და ქსენოფობიების იზოლირება და მარგინალიზაცია”, – წერს რან გიდორი.
აქამდე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა რან გიდორის განცხადებას, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელი სასულიერო პირების ანტისემიტური შინაარსის ქადაგებებს ეხებოდა: