ისრაელის ელჩი: ჩვენ ვერც მთავრობის და ვერ ოპოზიციის მხარეს ვერ დავდგებით, ეს არ არის ჩემი სამუშაო

ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი, “ტვ პირველის” ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში არსებული დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა უცხოელი ინვესტორებისთვის არასაიმედოა.

“გუშინ რაც მოხდა ეს იყო მთავრობის მხრიდან კონტროლის აღების მცდელობა სიტუაციაზე, მაგრამ გარედან ეს ჩანს ისე, თითქოს კონტროლი დაიკარგა. ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი გახლავთ მოვიზიდო ისრაელის ბიზნესი და ისრაელის ინვესტიციები საქართველოში. უცხოელი ინვესტორები 3 მნიშვნელოვან რამეს აქცევენ ყურადღებას: დამოუკიდებელი სასამართლოს სისტემა, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და ეკონომიკური პროგნოზირებადობა.

არჩევნების შემდგომ პერიოდის მოვლენები და აგრეთვე გუშინდელი, ძალიან ართულებს ინვესტორის დარწმუნებას, რომ საქართველო იქნება სტაბილური განჭვრეტადი მომავლისთვის.

ჩვენ ვერ დავდგებით, რა თქმა უნდა, ვერც მთავრობის და ვერ ოპოზიციის მხარეს, ეს არ არის ჩემი სამუშაო. ბოლო 30 წელში საქართველომ მიაღწია ისეთ პოლიტიკურ მომწიფებულობას, რომ ცივილიზებული კომპრომისი იქნას მიღწეული”, – განაცხადა რან გიდორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...