A1 ბანერი

ისრაელის ავიაციამ სირიაში ავიაიერიშები განახორციელა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ქვეყნის ავიაციამ სირიაში ავიაიერიშები განახორციელა. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, მათი მიზანი ირანთან და დაჯგუფება “ჰეზბოლას” დაკავშირებული ობიექტების განადგურება იყო.

“ჩვენ მივიღეთ ზომები, რომელიც წარმატებით განხორციელდა.. ბოლო 36 საათში დამასკოს საერთაშორისო აეროპორტთან იარაღის საწყობთან ავიაიერიშები განხორციელდა”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

12 იანვარს ღამით, ცნობილი გახდა, რომ სირიის დედაქალაქ დამასკოში ავიაიერიშები განხორციელდა. სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA იტყობინება, რომ ავიაიერიშებზე პასუხისმგებელი ისრაელის საჰაერო ძალებია. თუმცა, ადგილობრივ სამხედროებს იერიშებში მათი შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...