ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების პოზიციები დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინელი მებრძოლების პოზიციებზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც მათ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის საჰაერო ძალებმა “ღაზას სექტორში ტერორისტული სამიზნეების მიმართ შეტევა დაიწყეს”.

პალესტინურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საჰაერო დარტყმა სასწავლო ობიექტსა და დაჯგუფება “ჰამასის” ფოსტას მიაყენეს. ჯერჯერობით, მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ  ინფორმაცია არ გავრცელებულა.

საჰაერო თავდასხმები ისრაელის ტერიტორიის გასწვრივ რაკეტების გაშვებაზე საპასუხო რეაქცია იყო. მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა “ტვიტერზე” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ღაზას სექტორიდან კიდევ რაკეტა გაუშვეს.

სარაკეტო იერიშებზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე პალესტინის არცერთ ჯგუფს არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად