ისრაელიდან ზოოპარკის სპეციალისტები თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად ჩამოვლენ

თბილისში მომხდარ ტრაგედიას ისრაელი გამოეხმაურა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელი იერუსალიმის ბიბლიური ზოოპარკის სპეციალისტების დახმარებას გვთავაზობს. 

ისრაელის ზოოპარკის სპეციალისტები თბილისში (სპეციალური აღჭურვილობით) თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მხეცების უვნებელი ევაკუაციის მიზნით ჩამოვლენ. ამასთან ისრაელი ზოოპარკის აღდგენის მიზნით გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობასაც გვთავაზობს. 

იერუსალიმის ზოოპარკის სპეციალისტები თბილისში ხვალ ჩამოვლენ.    

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად