ისრაელი ხვალიდან მკაცრ საკარანტინე რეჟიმზე გადადის – ორი კვირით მთლიანად იკეტება აეროპორტი, სკოლები, მაღაზიები

ხვალიდან ისრაელში ორკვირიანი სრული კარანტინი იწყება. ისრაელის პრემიერმა საგანგებოდ მიმართა მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოუწოდა პირობების დაცვისკენ.

ბინიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შესაძლებელია კარანტინი კიდევ უფრო გახანგრძლივდეს. ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე. ამ ეტაპზე დაიკეტება სკოლები, ყველა მაღაზია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ასევე, ორი კვირით, მთლიანად იკეტება აეროპორტი. მოსახლეობას კი მხოლოდ სახლიდან 300-400 მეტრისვრადიუსში შეეძლება გადაადგილება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად