ისრაელი იქნება მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის ორალურ ვაქცინას გატესტავენ

ისრაელის მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა შექმნეს, რომელსაც კაფსულის სახითაა დამზადებული. ინფორმაციას The Jerusalem Post ავრცელებს.

პრეპარატის ცდები სურასკის სამედიცინო ცენტრში ჩატარდება, მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მას საგანგებო სიტუაციებში გამოყენებისთვის დაამტკიცებს.

ცდებში 24 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას, რომლებსაც სხვა ვაქცინით აცრილები არ ყოფილან.

გამოცემის ცნობით, ჯგუფის ნახევარი ერთ კაფსულას მიიღებს, მეორე – პრეპარატის ორ დოზას.

ტესტირება ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Oramed Pharmaceuticals-ის გენერალური დირექტორის, ნადავ კიდრონის თქმით, ამ პრეპარატს კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩვეულებრივ ვაქცინებთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. მაგალითად, კაფსულა “უფრო მდგრადია კორონავირუსის სხვადასხვა შტამების მიმართ”, განსხვავებით Moderna-სა და Pfizer-ისგან, ის ვირუსის სამ სტრუქტურულ ცილას უმიზნებს.

“ასევე, ეს პრეპარატები, როგორც წესი, ნაკლებ გვერდით მოვლენებს იწვევს”, – განაცხადა კიდრონმა.

კიდრონმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი ვაქცინის მთელ მსოფლიოში მიწოდება უფრო ადვილია. აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ის ცდების წარმატების შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს, რომ პრეპარატმა ავტორიზაცია სხვა ქვეყნებშიც მიიღოს.

კომენტარები
იტვირთება...