ისრაელი, 23 მაისიდან, ვაქცინირებულ ტურისტებს ქვეყანაში შესვლის ნებას მისცემს

ისრაელი, 23 მაისიდან, კოვიდის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული უცხოელი ტურისტების ჯგუფების მიღების შესახებ პროგრამას შეიმუშავებს. ამის შესახებ ებრაული სახელმწიფოს ჯანმრთელობისა და ტურიზმის სამინისტროს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

“ტურიზმის მინისტრმა, ორიტ ფარკაშ-ჰაკოენმა და ჯანდაცვის მინისტრმა, იულიუს ედელშტაინმა მიაღწიეს შეთანხმებას უცხო ქვეყნებიდან ვაქცინირებული ტურისტების ჯგუფებად დაშვებისა და შესვლის პროგრამის შესახებ. 2021 წლის 23 მაისიდან ისრაელში შესვლა პირველ ეტაპზე გაიხსნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...