ისნის რაიონში სამი ახალი სკვერი გაიხსნა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან დავითაშვილი, ამავე რაიონის დეპუტატთან, პარლამენტარ  ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელთან კახა ლაბუჩიძესთან ერთად, სამაჟორიტარო ოლქში სამი ახალი სკვერის გახსნას  დაესწრო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავცრელებს.

ლევან დავითაშვილმა  რეკრეაციული სივრცეების მოწყობისა და განახლების მნიშვნელობაზე და ასევე ამ მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

,,სასიხარულო ფაქტია, რომ რომ  ჩემს სამაჟორიტარო ოლქს  კიდევ 3  ლამაზი სკვერი შეემატა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გაკეთდა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სკვერებში  გასართობის სივრცეები პატარებისთვისაც მოეწყო. ჩვენი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოსა და  თანამედროვე რეკრეაციული სივრცის შექმნაა,“- განაცხადა  ლევან დავითაშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში  ვაზისუბნის  4მ/რ 2 კვარტლის N 11 და N 13 კორპუსებისა და წულუკიძის  ქუჩის  მეოთხე შესახვევის  N4 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიებზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები, დამონტაჟდა საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემები, განთავსდა დასასვენებელი სკამები და აღნიშნული ტერიტორიები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად