ისნის რაიონში ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ზეხმელი ხეები მოიჭრება

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ისანში გამხმარი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვის გაცემამდე მწვანე ნარგავების მდგომარეობის შესაფასებლად შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ ტერიტორიაზე 112 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხიდან 41 გამხმარია. 

დაავადების ჯანსაღ მცენარეებზე გავრცელების პრევენციისა და ასევე, სხვა მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა ზეხმელი ხეების მოჭრის ნებართვა გასცა. გამხმარი ხე-მცენარეები მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოიჭრება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად