ისნის გამგებელი: კახა კახიშვილი თითქოს საარჩევნო კამპანიაში ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ეს ცილისმწამებლური განცხადებაა

თბილისშო, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, ანა კობახიძის გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

“მინდა გამოვეხმაურო პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, ანა კობახიძის ცილისმწამებლურ განცხადებას, თითქოს მმართველი გუნდი, პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ, ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამ ფაქტის მტკიცებულებად მან გაავრცელა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ კახა კახიშვილთან ერთად გადაღებული ჩემი და ჩემი მეგობრების ფოტო.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არათუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული შეხვედრა შედგა 24 ივლისს, პარასკევს, არასამუშაო საათებში საღამოს 20:00 სთ-ზე, შესაბაბისად, არ დარღვეულა საარჩევნო კოდექსი რადგან, საქართველოს საარჩევნო კოდექსი იძლევა უფლებას აგიტაციაში მონაწილეობა მიიღო, ნებისმიერ დროსა და სივრცეში თუ აღნიშნული არ უკავშირდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. მითუმეტეს როცა საუბარია გამგებელზე, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირია და საარჩევნო კოდექსის მიხედვით არ ეკრძალება საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.
აქედან გამომდინარე, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას” – წერს კახა ლაბუძიჩე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად