“ისლამური სახელმწიფოს” ცნობილი წევრი ლონდონის მკვიდრი აღმოჩნდა

"ისლამური სახელმწიფოს" ცნობილი წევრი ლონდონის მკვიდრი მოჰამედ ემვაზია,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ემვაზი, რომელიც ზედმეტსახელით – "ჯიჰადისტი ჯონი" არის ცნობილი, ფიგურირებს რამდენიმე მოქალაქის მკვლელობის ვიდეომასალაში.

როგორც BBC-ს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურში განუცხადეს, ემვაზი 27 წლის მოქალაქეა, რომელიც ბრიტანეთში ქუვეითიდან გადმოვიდა. მათივე ცნობით, ემვაზის გააჩნია ბრიტანეთის მოქალაქეობა და ლონდონის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდა. დილიდან მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახლში პოლიცია იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა სახლიდან რამდენიმე მტკიცებულება ამოიღეს. 

უცხოური მედიის ცნობით, პირველად ემვაზი ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის მკვლელობის ვიდეომასალაში გამოჩნდა. მოგვიანებით, ის ამერიკელი ჟურნალისტი სტივენ სოტლოფის მკვლელობის ვიდეომასალაში ჩანს, ასევე დევიდ ჰეინსის, ალან ჰენინგისა და აბდულ-რაჰმან ქასიგის მკვლელობაში იღებს მონაწილეობას.

ამასთან, ტერორისტი იანვარში, იაპონელი მძევლების ჰარუნა იუკავასა და კენდზი გოტოს ვიდეომასალაში ჩანს. ბრიტანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ემვაზი ტერორისტული ორგანიზაცია "აშ-შაბაბის" წევრია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...