“ისლამური სახელმწიფოს” შტაბ-ბინის მდებარეობა ტერორისტის “სელფით” დაადგინეს

"ისლამური სახელმწიფოს" შტაბ-ბინის მდებარეობა ამერიკელმა სამხედროებმა ერთ-ერთი ტერორისტის მიერ შენობასთან გადაღებული "სელფის" მეშვეობით დაადგინეს,-ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კერძოდ, როგორც DefenceTech იუწყება, სპეცოპერაციას გენერალი ჰოუკ კარლსლი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, ადგილმდებარეობა ფოტოს გავრცელებიდან 24 საათში დაადგინეს.

"თავდაცვის სამინისტროს ჰყავს სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გადამოწმებით არიან დაკავებული. ერაყში მდებარე სამიზნე განადგურდა ფოტოს გავრცელებიდან 24 საათის განმავლობაში",-განაცხადა გენერალმა კარლსლიმ.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული დაჯგუფებაა. გაერო დაჯგუფების ქმედებებს ერაყში, როგორც იეზიდი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აფასებს. დაჯგუფების წევრები ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ტერორისტული დაჯგუფების განადგურებისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებული ძალები არიან ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად