“ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებმა პალმირაში კიდევ რამდენიმე ძეგლი გაანადგურეს

"ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა სირიაში, პალმირაში კიდევ რამდენიმე ძეგლი გაანადგურეს,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოევიკების განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ერთ-ერთ გადამყიდველს წაართვეს, რომელსაც ქალაქიდან მათი გატანა სურდა. ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთმა ბოევიკბმა განადგურების ამსახველი ფოტომასალა გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა პალმირა აიღეს, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ათობით ძეგლი გაანადგურეს.

"ისლამური სახელმწიფო" ტერორისტული დაჯგუფებაა. გაერო ერაყში დაჯგუფების ქმედებებს, როგორც იეზიდი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს აფასებს. დაჯგუფების წევრები ერაყისა და სირიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ. ტერორისტული დაჯგუფების განადგურებისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია, რომელშიც 10-ზე მეტი ქვეყნის შეიარაღებული ძალებია ჩართული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...