ისლამისტებმა თელ-ავივზე და მის შემოგარენზე 130 რაკეტით მიიტანეს იერიში

ისრაელის და ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის” მიერ ერთმანეთისთვის მიყენებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა.

დღეს, ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა ისრაელის ენერგეტიკული კორპორაციის ობიექტს მოხვდა. ისრაელის მიერ მიყენებული საპასუხო სარაკეტო დარტყმის შედეგად 13-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საცხოვრებელ სახლში „ჰამასის” პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფისი იყო.

ისრაელის მიერ 13-სართულიან საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ „ჰამასმა” და „ისლამურმა ჯიხადმა” განაცხადეს, რომ საპასუხო დარტყმას მიაყენებდნენ ისრაელს.

„ახლა ჩვენ პირობას ვასრულებთ” და „კასამის ბრიგადები თელ-ავივს და მის შემოგარენს ძალიან მძლავრ დარტყმას აყენებენ. მოწინააღმდეგის მიერ საცხოვრებელი შენობაზე დარტყმის საპასუხოდ 130 რაკეტაა გაშვებული”, – ნათქვამია „ჰამასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...