ISIS-მა და “ან-ნუსრამ” ალეპოში, ბოლო 2 თვის მანძილზე, 100-ზე მეტი ტერაქტი განახორციელა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამური სახელმწიფო" და "ან-ნუსრამ" ბოლო ორი თვის განმავლობაში, სირიის ქალაქ ალეპოში 100-ზე მეტი ტერაქტი განახორციელა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა სერგეი რუდსკიმ განაცხადა, იუწყება TACC-ი.

მისი თქმით, მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ოთხი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რომელშიც, მთიანობაში 11-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მსხვერპლის რაოდენობა 250 ადამიანსა და 900-მდე დაშვებულს უდრის.

რუდსკიმ აღნიშნა, რომ 31 ივლისს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, რომელთა საერთო რაოდენობა 5 ათას ადამიანს უდრიდა, ალეპოს სამხრეთ-დასავლეთით დასახლებულ პუნქტ ანსარზე მასობრივი შეტევა სცადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად