ისანში სამარშუტო ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს

თბილისში, ისნის რაიონში სამარშუტო ტაქსის მძღოლი, რომლიც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაჭრეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შსს-მ მომხდარ ფაქტზე 1 პირი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...