ისაკაძე: თუ ზურაბიშვილმა კონკორდატზე ასეთი რამე თქვა, ეს მის გაუნათლებლობაზე მეტყველებს

"თუ ასეთი რამ ბრძანა ქალბატონმა სალომემ, არ მინდა კადნიერად მივმართო, მაგრამ ეს მეტყველებს მის გაუნათლებლობაზე, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რაც გულისხმობდა კონკორდატის დაცვას, მისი განცხადებით, კონკორდატი ორ სუბიექტს შორის არსებული შეთანხმებაა და ვერავინ ჩერევა.

"თუ ასეთი რამ ბრძანა ქალბატონმა სალომემ, არ მინდა კადნიერად მივმართო, მაგრამ ეს მეტყველებს მის გაუნათლებლობაზე, როგორც იურისპრუდენციაში, ასეევე ზნეობრივ და მორალურ საკითხებში. ჩვენ რადგან სასულიერო პირები ვართ არ გაქვს უფლება გამოვხატოთ ჩვენი პოზოცია ასეთ გლობალურ საკითხებზე, ჩვენ ადამიანები არ ვართ, ოჯახები და მრევლი არ გვყავს? რაც შეეხება კონკორდატს, არანაირი უფლება მას იურისპრუდენციის მიხედვით არ აქვს ჩაერიოს, რადგანაც ეს არის ორ სუბიექტს შორის შეთანხმება და ამის შეცვლა და ჩარევა არავის პრეროგატივას არ მოიცავს. ზღვარი, სახელმწიფოს და ეკლესიას შორის ისედაც არის კონკორდატით გასაზღვრული და საჭიროა მისი ცოდნა და შესრულება. სახელმწიფოს მიერ ეკლესის საქმიანობაში ჩარევის არანაირი ფაქტი არ მაქვს და არც ჩვენ ჩავრეულვართ სახელმწიფოს საქმიანობაში" – განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...