“ის ის რაც თქვენი ლოცვით ხდება, მართლა დაუჯერებელია” – საღამოს ანიტას მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა

საღამოს ანიტას მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. ამის შესახებ ანიტასთვის შექმნილ ჯგუფში ადმინი წერს, რომელიც საზოგადოებას ყოველ საღამოს აწვდის ბავშვის შესახებ ინფორმაციას.

30-ე ღამემშვიდობის სიკეთის ჯგუფის წევრებო!

🙏🏻 პირველ რიგში მინდა გთხოვოთ ბოლომდე წაიკითხოთ ხოლმე სტატუსები, რადგან კომენტარებში ბევრი იმას გვეკითხება რაც სტატუსშივე წერია. გვიჭირს ამდენი პასუხის პირადად გაცემა და რომ ვერ გპასუხობთ ესეც გვაწუხებს ❤️

👇🏻 რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას:

🔸 დილით ანიტას მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, ექიმებმა თქვეს, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს ბავშვის ინტუბაცია, რადგან ჟანგბადი ორგანიზმს რთულად მიეწოდება. გაკვირვებაც კი გამოთქვეს რომ ბავშვი გონზეა.

🔸 მიუხედავად ამისა, საღამოს ანიტას მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, მართალია გაღიზიანებულია და პრეტენზიული ტონით ყოველ წამს დედას და მამას თავის ჭკუაზე დაატარებს, მაგრამ ფხიზლად არის და თამაშობს კიდეც.

💕 ის რაც თქვენი ლოცვით და პოზიტიური ენერგიის გაგზავნით ხდება მართლა დაუჯერებელია, მერამდენედ უკიდურესად დამძიმდა და უცებ დასტაბილურდა ანიტა. ექიმები ამას ვერ ხსნიან, მაგრამ ჩვენ ვიცით სიყვარულს რამხელა ძალა აქვს!

🇮🇳 რაც შეეხება ანიტას გადაყვანას, – ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ინდოეთთან, რასაც ბოლო ვარიანტად განვიხილავდით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინდოელი და ავსტრიელი სპეციალისტების მსჯელობა თუ როგორ გადაიყვანონ ბავშვი უსაფრთხოდ. ასევე ვცდილობთ მოვაგვაროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ვიზები, პასპორტების დაბრუნება და სპეციალიზირებული თვითმფრინავის უზრუნველყოფა.

✊🏻 როგორც დაგპირდით არ დავნებდებით, როგორც დაგვპირდით არ მიგვატოვეთ…
ეს არის ანიტას, ანიტას თაობის და მათი მომავლის საქართველო!

ჩვენ მოვიგებთ #ანიტას❤️სთვის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად