ირმა ზავრადაშვილი: დიდუბეში გარდაცვლილი ადამიანი არ იყო უსახლკარო, ჰყავდა ოჯახის წევრები

პირველ რიგში გამოვთქვამ მწუხარებას დიდუბის რაიონში ადამიანის გარდაცვალების გამო. ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანებისთვის, და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ე.წ. „მთავარი“ არხისა და ტვ1-ისთვის განვმარტავ, რომ ქუჩაში ადამიანის გარდაცვალების დროს გამგეობას არ აქვს უფლება, განახორციელოს ესა თუ ის ქმედება, სანამ პოლიცია არ დაასრულებს ასეთ შემთხვევებში კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ” – ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“გარდა ამისა, გარდაცვლილი არ იყო უსახლკარო და ჰყავდა ოჯახის წევრები, რომლებთანაც დაუყოვნებლივ მოხდა დაკავშირება. გარდაცვალებამდე ამ ადამიანს არაერთხელ შევთავაზეთ თავშესაფარში გადაყვანაც, თუ არ სურდა ოჯახის წევრებთან ცხოვრება, მაგრამ ყოველ ჯერზე მისი პასუხი უარყოფითი იყო. სამწუხაროა, რომ უკიდურესად მდარე გემოვნებამდე დაშვებულ ე.წ. „მთავარსა“ და მასზე კიდევ უფრო მეტად დაცემულ ტვ1-ს ყველაზე ნაკლებად სიმართლის დადგენა აინტერესებს და დაკავებულია მხოლოდ იაფფასიანი შოუების დადგმით, რითაც უნიჭოდ ცდილობს ყველა სახელმწიფო სტრუქტურის დისკრედიტაციას, თუმცა ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც გამგეობისთვის დასახმარებლად მოუმართავს, კარგად იცის, რომ თვითმმართველობა მაქსიმუმს აკეთებს გაჭირვებულთა დასახმარებლად და ამ კონკრეტულ პარტიასთან მიტმასნილი ტელევიზიებისგან განსხვავებით მოვლენებს არ უყურებს სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ ჭრილში” – წერს ირმა ზავრადაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად