ირმა ჭკადუა: ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში მისი დაცვის ქვეშ მყოფის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

“ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა.

რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მიხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა.

შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს”, – წერს ირმა ჭკადუა.

ცნობისთვის, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ნიკოლო ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის საქმეზე ინფორმაცია გავრცელა. სადაც საუბარია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს სისხლის სამართლის საქმეში ბრალი დაუმძიმდა

შეგახსენებთ, 2020 წლის 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დააკავა.

2020 წლის 24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შესახებ და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს. რის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა გაავრცელა განცხადება.

მოგვიანებით კი თავად ბრალდებულმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს: ვწუხვარ, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...