ირმა სოხაძე თაკო ჩარკვიანს: ბოლოს სააკაშვილს ვუმღერე და მივქარე

“ბოლოს სააკაშვილს ვუმღერე და მივქარე”, – ასე პასუხობს ირმა სოხაძე თაკო ჩარკვიანს, რომელმაც სოხაძეს უთხრა, რომ ყველა პარტიას უმღერის.

“მუდმივად “კომკავშირული გულის” სიმღერა აღარ შეიძლება. აღარ შეიძლება შენი “არანჟევოე ნებო”, – მიმართა თაკო ჩარკვიანმა ირმა სოხაძეს.

ირმა სოხაძემ კი უპასუხა: “რეებს ბოდავ. აი ამ “არანჟევოე ნებო”-ზე ძალიან გაიყიდე. რომ ჰკითხოთ ჩემი მეგობარია”.

თაკო ჩარკვიანმა კი უთხრა, რომ ყველა პარტიას უმღერის, რაზეც სოხაძე პასუხობს: “ვის ვუმღერე? ბოლოს სააკაშვილს ვუმღერე და მივქარე”, – ამბობს სოხაძე, რაზეც ჩარკვიანის პასუხი ასეთია:

“მანამდე შევარდნაძეს, მერე მიშას, მერე გრიშას”.

ირმა სოხაძე კი პასუხობს: “შენ როგორ უნდა ლაპარაკობდე შევარდანაძეზე?!”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...