ირმა ნადირაშვილი: წულუკიანს ვკითხავთ, როგორ მოახერხა და ჩააფლავა სასამართლოს რეფორმა

დღეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ.

“დღეს მინისტრი მოდის სესიაზე, ჩვენ ვაპირებთ მას ვკითხოთ, როგორ მოახერხა და ჩააფლავა ყველაზე მთავარი, სასამართლოს რეფორმა. ჩვენ შევეკითხებით, როგორ მოახერხა ასობით ათასი ლარის ზარალი მიაყენა ბიუჯეტს, როცა პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა თანამშრომლები და შემდეგ ისინი აღადგინა სასამართლომ.

ჩვენ ვკითხავთ წულუკიანს, რატომ აშანტაჟებდა საკუთარ გუნდს, და რატომ არ ჩათვალა საზოგადოება ღირსად , რომ განემარტა მიზეზები ამ შანტაჟის”, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...