ირმა ნადირაშვილი: იზორიას დანიშვნა ივანიშვილის მხრიდან თავდაცვის უწყების უპატივცემულობაა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირმა ნადირაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას დანიშვნას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან თავდაცვის უწყების უპატივცემულობაა. 

"წითელაშვილის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ რამდენად რთული ვითარებაა თავდაცვის სამინისტროში და ზოგადად ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით. იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნა, რომელიც სუსიდანაა, კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის არასერიოზულ და უპატივცემულო დამოკიდებულებაზე ქვეყნის თავდაცვის უწყების მიმართ.

ზოგადად, ივანიშვილის მარიონეტების გადაადგილება არ ცვლის ვითარებას და ვითარების შეცვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ 8 ოქტომბერს, როდესაც ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დასრულდება",- განაცხადა ნადირაშვილმა. 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრმმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოდგილე, ლევან იზორია წარადგინა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...