ირმა ნადირაშვილი: ივანიშვილი მთავარი დაბრკოლებაა ქვეყნის განვითარებისთვის

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა ნადირაშვილი ეხმაურება. მისი განცხადებით, ივანიშვილი მედიის თავისუფლებაზე საუბრობს, თუმცა  პირდაპირ ეთერში რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი გადის. 

„ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე ლაივში ვუყურებ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესს. ამბობს, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები და ვხედავ პანორამა თბილისს და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოინების ქარხანას, ამბობს, რომ აღარ არის ძალადობა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელია თავისუფლად და კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან დაუცველ მოქალაქეებს, ამბობს, რომ ის არის მთავარი დაბრკოლება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ვერ დაიბრუნოს ხელისუფლება, სინამდვილეში ის არის მთავარი დაბრკოლება ქვეყნის განვითარებისთვის და ნაციონალური მოძრაობა 8 ოქტომბერს გადალახავს წამატებით“,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად