ირმა ნადირაშვილი: ირაკლი კობახიძეს მართვის სადავეები გაქცეული აქვს ხელიდან

“ირაკლი კობახიძეს მართვის სადავეები გაქცეული აქვს ხელიდან.”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა საპარლამენტო მუშაობის ქაოსურ პირობებში წარმართვის შეფასებისას განაცხადა.

​”რაც დღეს პარლამნეტში ხდებოდა, ცალკე უბედურებაა და მიანიშნებს, რომ ირაკლი კობახიძეს მართვის სადავეები აქვს ხელიდან გაქცეული და ეს მისივე საქციელიდან გამომდინარეობს.

რაც ხდება, არ მიკვირს. ჯერ დეპუტატებს რეგისტრაცია გაატარო, შემდეგ ნახევარსაათიანი შესვენება გამოუცხადო, ვერავინ ვერ გაიგოს რატომ და ეს ნახევარი საათი გაგრძელდეს ერთი საათი. შემდეგ, ისევ შენივე დაშვებული შეცდომების გამო, რომ კანონპროექტი დარიგებულიც არ არის, მოიწვიო უმრავლესობის სხდომა, მერე ისევ გაგრძელდეს სხდომა და ა.შ. ეს არის აუტანელი ვითარება. პარლამენტის პლენარულ დარბაზში ხდება ის, რაც ხდება დანარჩენ ქვეყანაში”- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...