ირმა ნადირაშვილი გიორგი გახარიას: ვფიქრობ, რომ გიორგი გაბუნიას სიცოცხლე სულერთია თქვენთვის (ვიდეო)

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, გააკრიტიკა.

დეპუტატის თქმით, ის რომ პრემიერმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმე არ ახსენა, ეს ნიშნავს რომ გახარიასთვის გაბუნიას სიცოცხლე სულერთია.

„საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს, შესაბამისად რაღაც ინფორმაცია ჩვენის უნდა მოგეცათ.
მე მაგალითად მიჩნდება განცდა, რომ გიორგი გაბუნია თქვენთვის მიუღებელი ჟურნალისტია, რომელიც მუდმივად გაკრიტიკებთ. ამიტომ, სულერთია მისი სიცოცხლე თქვენთვის“ – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვასამბეკ ბოკოვს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად