ირმა ნადირაშვილი გია ვოლსკის: პარლამენტში ცხვრებივით შეგვკრიბეთ…

ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

“რაც შეეხება დღევანდელ სხდომას. ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ რომ სიტყვას ამ დარბაზში ჰქონდეს რაიმე ფასი. პარასკევს რომდესაც დამთავრდა სხდომა ჩვენ გვითხრეს რომ ეს გაგრძელდებოდა 16 აპრილს და დღეს აქ, უბრალოდ ცხვრებივით შეგვკრიბეთ. ისე რომ შეტყობინებებიც არ გამოგვიგზავნეთ.”,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა გაგრძელდება, რომელიც “თიბისი ბანკისა“ და ახალი საბანკო რეგულაციების თაობაზე პარლამენტის წინაშე 5 აპრილის პლენარულ სხდომაზე წარსდგა, თუმცა მოსმენის დასრულება ვერ მოესწრო.

ამასთან, პარლამენტის რიგგარეშე მესამე მოსმენით განმეორებით კენჭისყრაზე დადგება სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც 5 აპრილის სხდომაზე დამტკიცებისათვის ხმები არ ეყო და კენჭისყრის შედეგად ჩავარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...