ირმა ნადირაშვილი: არ შეიძლება, რომ სახალხო დამცველი უკან მიდევნებული ლამპარი იყოს

“როგორც ჩანს, მმართველ გუნდში არ არის მზაობა, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში განსახილველად გაიტანონ”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაგეგმილი კანონპროექტის განხილვა ხვალისთვის გადადო და პლენარული სხდომა დახურულად გამოაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილის მთავარი სურვილია, რომ ჩინჩალაძის და მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს ქართული მართლმსაჯულება და დღეს ჩვენ ვხედავდით, ამ სურვილის პლენარულ დარბაზში გადმოტანას როგორ ცდილობდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. სწორედ, ამან გამოიწვია ოპოზიციის გაღიზიანება და ამან გამოიწვია უმრავლესობის გარკვეული წევრების გაღიზიანებაც. მათმა ნაწილმა პროტესტი ღიად გამოთქვა. როგორც ჩანს, არ არის მზაობა ამ გუნდში, რომ საკითხი პარლამენტში გაიტანონ”-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატი ვარაუდობს, რომ ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე თავის გუნდთან ერთად ხელახლა ეცდება პროცედურების დარღვევით, ისე როგორც დღეს ცდილობდა ამის გაკეთებას, თავს მოახვიოს მთელ საკანონმდებლო ორგანოს ივანიშვილის გადაწყვეტილების შესრულება.

“ეს ჩვენ არაფრით არ უნდა დავუშვათ. ბევრი პროცედურაა დარღვეული. არ შეიძლება, რომ არ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და არ განიხილონ ვენეციის კომისიის შენიშვნები. არ შეიძლება, რომ სახალხო დამცველი უკან მიდევნებული ლამპარი იყოს. ჯერ განვიხილოთ კანონპროექტი და შემდეგ გამოთქვას შენიშვნები სახალხო დამცველმა. ცხადია, ხვალაც ველოდები ძალიან დაძაბულ განხილვას და ვარ მოტივირებული, რომ შეძლებისგვარად ხელი შევუშალოთ ივანიშვილის სურვილების იმპერატიულად განხორციელებას პარლამენტში”-თქვა ირმა ნადირაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების გამწესებაზე უმრავლესობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ხვალ გაგრძელდება. ​ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის დახურული შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ​
ირაკლი კობახიძის თქმით, გამოითქვა მოსაზრება-თხოვნა კოლეგების მხრიდან, რომ უმჯობესია, ჯერ ჩასწორებული ტექსტი დარიგდეს და კანონპროექტის საგნობრივი განხილვა ამის შემდეგ დავიწყოთ. შესაბამისად, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დაწყება ხვალისთვის გადაიდო.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...