ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა

ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, ირმა ხეცურიანმა ფინალში უკრაინელი პარამოფარიკავე ალიონა ფედოტა  ანგარიშით 15:11 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ნახევარფინალში ირმა ხეცურიანმა უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი​ დაამარცხა ანგარიშით 15:5.კიდევ ერთმა ქართველმა პარამოფარიკავემ, ნინო თიბილაშვილმა  ვარშავის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი აიღო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

კომენტარები
იტვირთება...