ირმა ხეცურიანმა მსოფლიო თასზე კიდევ ერთი ოქრო მოიპოვა

ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა სან პაულოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანმა ბრაზილიაში მსოფლიო თასზე გაიმარჯვა და მეთექვსმეტედ მოიპოვა.

ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში გამართული შეჯიბრის ფინალში ტაილანდელი ჯანა საისუნი 15:9 დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ მოიგო მსოფლიო თასი!

სულ კარიერის განმავლობაში ირმა ხეცურიანს მსოფლიო თასის შეჯიბრებებზე თექვსმეტჯერ აქვს მოპოვებული ოქროს მედალი!

სან პაულოში დასრულებულ მსოფლიო თასის ფინალურ ასპარეზობაში ირმა ხეცურიანმა ტაილანდელ ჯანა საისუნს სძლია 15:9, მანამდე კი ჯერ ჯგუფურ შეჯიბრებაში დაამარცხა მეტოქეები – ირინა მიშუროვა (რუსეთი, 5:3), ტატიანა პოზნიაკი (უკრაინა, 5:2), ანასტასია კოსტიუშკოვა (ბელარუსი, 5:1), სილვი ტაუბერი (გერმანია, 5:1), ჰეილი ბაუერი (აშს, 5:1) და სამივე ჯგუფში საუკეთესო შედეგით (5 მოგება, ჩხვლეტები 25:8, +18) გავიდა შემდეგ ეტაპზე, ხოლო მეოთხედფინალში ფრანგი სოფი საბლონი 15:4 და ნახევარფინალში უკრაინელი ოლენა ფედოტა 15:12 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ზედიზედ რამდენიმე წელია, სპორტის სამინისტრო საუკეთესო პარასპორტსმენ ქალად ასახელებს. წელს, ეს ჯილდო ირმას საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა. ირმა ხეცურიანი არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად