ირმა ხეცურიანმა მე-13 ოქრო მოიგო

ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა მე-13 ოქრო მოიგო, ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი სოფიო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“კარიერაში მე-13 ოქრო აიღო ამ გოგომ დღეს!!! მსოფლიო თასი, იაპონია, 2018 წლის ბოლო ტურნირი ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში!!”, – წერს სოფიო ჩაკვეტაძე facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად