ქართველმა პარამოფარიკავემ, ირმა ხეცურიანმა, იტალიის ქალაქ ტერნიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ნახევარფინალში, ქართველმა მოფარიკავემ, უნგრელ მეზოსთან ბრძოლა 13:15 დათმო და ფინალში გასვლა ვერ შეძლო, თუმცა მესამე ადგილი დაისაკუთრა.
დღეს, რაპირით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანთან ერთად, საკუთარ ძალებს მოსინჯავენ ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი.