ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასის – “კილინსკის ხმლის” (იან კილინსკი – პოლონეთის ეროვნული გმირი, თადეუშ კოსტიუშკოს უახლოესი თანამებრძოლი) ეტაპზე ხმლით მოფარიკავეთა შორის ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

პირველ ეტაპზე ჯგუფში ირმა ხეცურიანმა ოთხივე მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა

ირმა ხეცურიანი – როსანა პასკვინო (იტალია) 5:1
ირმა ხეცურიანი – მონიკა სანტოსი (ბრაზილია) 5:0
ირმა ხეცურიანი – იადვიგა პაცეკი (პოლონეთი) 5:2
ირმა ხეცურიანი – ტინგ ტონგ ნგა (ჰონკონგი) 5:1

სხვა ოთხ ჯგუფში ოთხ-ოთხი გამარჯვების მომპოვებელ სამ სპორტსმენს – ელენა ფედოტას (უკრაინა), ჯანა საისუნს (ტაილანდი), პონგ სიაო (ჩინეთი), ჩხვლეტების უკეთესი სხვაობით აჯობა და პირდაპირ მერვედფინალიდან ბრძოლის გაგრძელების უფლება მიიღო.

მერვედფინალში ირმა ხეცურიანმა ირინა მიშურინა (რუსეთი) დაამარცხა – 15:10, მეოთხედფინალში ჯგუფიდან მასთან ერთად გასულ როსანა პასკვინოს შუპოვარი წინააღმდეგობა დასძლია – 15:13 და ნახევარფინალში ჩინელ შუმეი ტანთან შეხვედრაში დამარცხდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად