ირმა ხეცურიანის მორიგი ოქროს მედალი იაპონიიდან

იაპონიის ქალაქ კიოტოში პარა-ფარიკაობაში მსოფლიო თასის წლის ბოლო ეტაპის გათამაშებაზე ირმა ხეცურიანმა გაიმარჯვა.

თასის გათამაშებაში 13 ქვეყნის 19 სპორტსმენი მონაწილეობდა. თავდაპირველად ისინი სამ ჯგუფად დაიყვნენ თექვსმეტი საუკეთესოს გამოვლენისათვის. ირმამ თავის ჯგუფში ერთადერთი შეხვედრა, უკრაინელ ილენა ფედოტასთან დათმო 3:5, თუმცა, 5 მოგებით და ცხვლეტების თანაფარდობით (28:14) სამივე ჯგუფში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა და მერვედფინალში N1 განთესვით გავიდა.

მერვედფინალშიფინალში ირმამ ფრანგი სოფი საბლონი დაამარცხა 15:12, მეოთხედფინალში 15:6 მოუგო პოლონელი პატრიცია ჰარეზას, ნახევარფინალში უნგრელი ბოგლარკა მეზოს სძლია 15:9 და ფინალში კვლავ ოლენა ფედოტას დაუპირისპირდა.

ფინალური ორთაბრძოლა ირმას აშკარა უპირატესობა ჰქონდა მეტოქეზე, მის ოთხ ჩხვლეტას თხუთმეტით უპასუხა და მსოფლიო თასის იაპონიის ეტაპის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად