ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისათვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე პარლამენტი 4 იანვარს იმსჯელებს

პარლმენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტაზე “ოცმების” დეპუტატები 4 იანვარს იმსჯელებენ.

სხდომა 2021 წლის 4 იანვარი, 10:30 საათზეა ჩანიშნული.

დღის წესრიგი ასეთია:

1. საქართველოს პარლამენტის წევრის ირმა ინაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;

2. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ლომიასთვის საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;

3. საქართველოს პარლამენტის წევრის გოჩა თევდორაძისათვის საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...