ირმა ინაშვილის პარტიამ ზესტაფონში მერობის კანდიდატი წარადგინა

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ შუალედურ არჩევნებზე პარტიის ზესტაფონის მერობის კანდიდატად ანზორ ნებიერიძე წარადგინა.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტების“ თავმჯდომარე გიორგი ლომაია პარტიის მხარდამჭერებს დღეს ზესტაფონის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში შეხვდნენ.

ლიდერებმა მხარდამჭერებს პარტიის სამოქმედო გეგმაც გააცნეს და თავიანთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ მშვიდობიანი არჩევნებისთვის. 2020 წლის არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს პატრიოტულმა და ეროვნულმა ძალამ. ეს ვართ ჩვენ და გავიმარჯვებთ თქვენი დახმარებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...