ირმა ინაშვილი მედიას: მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ

“პატრიოტთა ალიანსი” პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და რომ მათი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.”

ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანისის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ ამის საგარანტიოდ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა გაფორმდეს.

“ჩვენი პარტიის პოზიცია უცვლელია. ჩვენ ვითხოვთ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. ცვლილებები ცესკოში და სხვა მიბმულია ამ საკითხთან – ახალი არჩევნების დანიშვნასთან. ამაში არის გამოსავალი.

ჩემთვის შეთანხმება და შედეგი იქნება ახალ არჩევნებზე შეთანხმება. ჩემი პარტია და მე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, სანამ არ იქნება მკაფიოდ გამოხატული არა მარტო პოზიცია, არამედ 8 მარტის ტიპის შეთანხმება უნდა შედგეს, მემორანდუმი, ძალიან მყარი გარანტიებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, რომ ინიშნება ახალი არჩევნები. ამის შემდეგ ვისაუბრებთ სხვა ცვლილებებზე: ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლაზე თუ სხვა. თუ ასეთი მკაფიო შეთანხმება არ შედგება – მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც თქვენმა კოლეგამ, ჟურნალისტმა, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენს რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენა, 2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის საარჩევნო შეთანხმემა გაფორმდა, რომლითაც გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შეცვლილი წესით – მანდატების 120/30-ზე განაწილების პროპორციით ჩატარდებოდა.

შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკური პატიმრების გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებასაც.

დღეს, 25 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები აშშ-ის ელჩს ინდივიდუალურად ხვდებიან. კელი  უკვე ესაუბრნენ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ასევე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

განხილვის საგანი საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის ბოიკოტი და მისი ხელახლა ჩატარების მოთხოვნაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად