ირმა ინაშვილი: ვიდრე “ოცნება” იმას ჯახირობს, როგორ დაგვაბრალოს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა, უმჯობესია საკუთარ, რუსულ იმიჯზე იფიქროს

პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს საკუთარ იმიჯზე იფიქრონ.

“არჩევნების წინ “ქართული ოცნება”, ვატყობ, გულმოდგინედ ცდილობს პოლიტიკური პარტიების დახარისხებას, სხვადასხვა მიმართულების პარტიებად და ძირითად აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ჩვენ-საქართველოს პატრიოტები, თურმე, პრორუსული პარტია ვართ. არადა, თავად “ქართული ოცნება” დიდიხანია ცნობილ კრიმინალურ-
პოლიტიკურ ჯგუფებს გამოცხადებული ჰყავთ რუსეთის აგენტ ხელისუფლებად და ამაზე სენატორების, კონგრესმენების თუ რიგი ევროდეპუტატების განცხადებებიც მეტყველებს.
ამიტომ ვიდრე “ქართული ოცნება” იმას ჯახირობს, როგორ დაგვაბრალოს ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა, უმჯობესია საკუთარ, რუსულ იმიჯზე იფიქროს და სხვათა შორის, კონტაქტებზეც. ჯერ ამ პოსტით დავიწყებ“, – წერს ირმა ინაშვილი facebook- ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად